საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრში ადვოკატებისთვის სერტიფიკატების გადაცემა გაიმართა

22 ივლისი 2014

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრში  ადვოკატებისთვის  სერტიფიკატების გადაცემა  გაიმართა.

 2013-2014 წწ. ადვოკატებს განგრძობადი იურიდიული განათლების ფარგლებში ჩაუტარდათ აკრედიტირებული 30 საათიანი ტრენინგ-კურსები თემაზე „ადამიანის უფლებების დაცვა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში და სამედიცინო მედიაცია“.

ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ: საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი, ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი დავით ასათიანი, სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელი თიკო ქარსელაძე, საქართველოს სამედიცინო მედიაციის სამსახურის უფროსი მაგული მარღიშვილი, კოალიციის აღმასრულებელი დირექტორი ნანა ზავრადაშვილი, პროექტის დირექტორი მარინა კვაჭაძე, ექსპერტი თეა კასრაძე.

ტრენინგების კურსი განხორციელდა „ ადამიანის უფლებათა დაცვა ჯანდაცვის სფეროში სამედიცინო მედიაციის განვითარების გზით“ პროექტის ფარგლებში. ტრენინგები მიმდინარეობდა თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში. ადვოკატები გაეცნენ ჯანდაცვის სფეროში ადმიანის უფლებების დაცვისა და სამედიცინო მედიაციის საკითხებს.

ტრენინგები განხორციელდა  „ადამიანის უფლებები ჯანმრთელობის დაცვის სფეროში“კოალიციის მიერ ფონიდ „ღია საზოგადოება-საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით. 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი